ყველა სტატია

რომელი ქაღალდი ბარდება და რომელი არა

ხშირად გვეკითხებიან, რისი ჩაბარება შეიძლება და რა ჯობს ნაგავში დარჩეს. პასუხი მარტივია: თუ ქაღალდი მშრალი და სუფთაა, დიდი ალბათობით გადამუშავდება.

რას ვიბარებთ

  • გაზეთები და ჟურნალები
  • წიგნები და რვეულები
  • A4 ფურცლები და საოფისე დოკუმენტები
  • მუყაოს ყუთები და გოფრირებული მუყაო
  • ქაღალდის პაკეტები

რას არ ვიბარებთ

  • ლამინირებულ და ცვილიან ქაღალდს
  • სველ ან საკვებით დაბინძურებულ ქაღალდს
  • თერმულ ქვითრებს
  • ქაღალდის ჭიქებს პლასტმასის ფენით

პატარა რჩევა

მოაშორეთ სამაგრები და პლასტმასის ყდები, მუყაოს ყუთები კი დაკეცეთ. ასე მაკულატურა ნაკლებ ადგილს დაიკავებს და გატანაც უფრო სწრაფად დასრულდება.