chaabaremakulatura

ჩვენ შესახებ

სწრაფი მომსახურება, მარტივი კომუნიკაცია და გამჭვირვალე ფასი. ასე ვქმნით გამოცდილებას, რომლის გამეორებაც მოგინდებათ.

რატომ ვაკეთებთ ამას

ქაღალდის, მათ შორის წიგნების, წარმოებისთვის ყოველწლიურად უამრავი ხე იჭრება. ამავდროულად სახლებში, ბიბლიოთეკებსა და ოფისებში ტონობით ქაღალდი გროვდება, რომელიც აღარავის სჭირდება.

ერთი ტონა მაკულატურის გადამუშავება დაახლოებით 17 ხეს გადაარჩენს. ჩვენი მიზანია, რომ მაკულატურის ჩაბარება საქართველოში ისეთივე ჩვეულებრივი გახდეს, როგორც ნაგვის გატანა.

რას მიიღებთ ჩვენთან

  • მაკულატურის გატანა თქვენი მისამართიდან
  • გამჭვირვალე ფასი მოცულობის მიხედვით
  • თქვენთვის სასურველი დრო
  • სანდო მობილური ჯგუფები
  • სრული კონფიდენციალურობა

ჩვენი ამოცანები

გარემოს დაცვა

ძველმა წიგნებმა, ჟურნალებმა და ფურცლებმა ტყე უნდა დაიცვან და არა ნაგავსაყრელი გაავსონ.

ნედლეულის ხელახალი გამოყენება

ვეხმარებით ოჯახებს და კომპანიებს, რომ ქაღალდის გადამუშავება ყოველდღიურ ჩვევად აქციონ.

პასუხისმგებლიანი ბიზნესი

კომპანიებს ვთავაზობთ ქაღალდის ნარჩენების მართვის მარტივ და დოკუმენტურად გაფორმებულ გზას.