ყველა სტატია

საოფისე ქაღალდის ნარჩენები: როგორ მოვაწესრიგოთ

კომპანიებისთვის ქაღალდის ნარჩენი ხშირად თავის ტკივილია: არქივი იზრდება, საწყობი ივსება, გატანა კი ცალკე საზრუნავია. სინამდვილეში ეს პროცესი მარტივად შეიძლება აეწყოს.

1. განსაზღვრეთ მოცულობა

დაახლოებით შეაფასეთ, რამდენი ქაღალდი გროვდება თვეში. ამის მიხედვით შევარჩევთ გატანის გრაფიკს და ფასის კატეგორიას.

2. გამოყავით კონფიდენციალური დოკუმენტები

დოკუმენტები, რომლებიც პერსონალურ ან კომერციულ ინფორმაციას შეიცავს, ცალკე შეფუთეთ. სურვილისამებრ განადგურების აქტს გადმოგცემთ.

3. დაგეგმეთ რეგულარული გატანა

კვირაში ერთხელ, თვეში ერთხელ თუ მოთხოვნისამებრ. მობილური ჯგუფი მოვა, მაკულატურას გაიტანს და ანგარიშ-ფაქტურას იმავე დღეს გამოგიგზავნით.

შედეგად მიიღებთ სუფთა ოფისს, დამატებით შემოსავალს და დოკუმენტირებულ წვლილს გარემოს დაცვაში.